თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა. დაშავებულია 51 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოთხშაბათი გლოვის დღე გამოაცხადა.
სასტუმროში ხანძარი 21 იანვარს გაჩნდა. შემთხვევა ბოლუს პროვინციაში მდებარე კურორტში მოხდა. ცეცხლი ადგილობრივი დროით ღამის 03:30 საათზე 12-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. რ
ოგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 სტუმარი იმყოფებოდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ზოგიერთმა სასოწარკვეთილმა დამსვენებელმა ფანჯრებიდან გადახტომა სცადა, რადგან ცეცხლმა სასტუმროს ზედა სართულები მოიცვა.
როგორც ცნობილია, 12 სართულიანი სასტუმრო კლდეზე მდებარეობდა, რაც ხანძრის ჩაქრობას ართულებდა.