თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ანადოლუ ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი პროვინცია ნიგდეში, ბორის რაიონში იყო. მიწისქვეშა ბიძგები 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევისა ან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.