თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) პოზიციებზე იერიში მიიტანა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დილის 10 საათზე ჩატარდა. უწყების ინფორმაციით, გაანადგურეს PKK-ის სამხედრო ბაზები, თავშესაფრები და ნავთობის საცავები.
გუშინ, 23 დეკემბერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში PKK-ის თავდასხმებს 12 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.