შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი, ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს", - აცხადებენ შსს-ში.