მხოლოდ დღის ბოლოს დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მოდელ რენატა ბეგიაშვილის პოსტის საფუძველზე. ქალი ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს მძიმე დაზიანება თვალზე - "ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის" - წერს ბეგიაშვილი და სისტემატურ ძალადობაში ადანაშაულებს საკუთარი შვილის მამას.