ციურიხში საბავშვო ბაღზე თავდასხმისას 3 ბავშვი დაშავდა

ციურიხში საბავშვო ბაღზე თავდასხმისას 3 ბავშვი დაშავდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, საბავშვო ბაღზე თავდასხმისას 3 ბავშვი დაშავდა.

ბრალდებული 23 წლის ჩინელია, რომელიც შემთხვევის ადგილზე დააკავეს და ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის თავდასხმის მოტივი არ დასახელებულა.

თავდასხმის ობიექტი ბერნინაში მდებარე საბავშვო ბაღი იყო.