
არანაირი დამხობა, ეს არის ყველაფერი ტყუილი, არანაირი რევოლუცია, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ იქნება. [...] ნებისმიერ ადამიანს, თუ ადამიანებს, თუ დაჯგუფებას შეუძლია გამოვიდეს, თუნდაც მიტინგით და შეკრებით გამოხატოს თავისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ - თუ ვინმე გაბედავს და ნაბიჯს გადადგამს კანონის წინააღმდეგ, თუ ვინმეს სურვილი აქვს, გამოცადოს სახელმწიფო ძალა, ეს მისი უფლება და ნებაა. თუმცა, მე როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, დედაქალაქის მერი - რა თქმა უნდა, გული შემტკივა ჩემი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულება და მოსაზრებები აქვს. არ მინდა, ვინმემ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ხვალ ციხეში მოუწიოს წასვლა. რა თქმა უნდა [სახელმწიფოს პასუხი იქნება მკაცრი], კანონის ფარგლებში მოჰყვება ამ ყველაფერს რეაგირება. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პოლიციელებზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისგან.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.