ცისკარიშვილი: 60%-ზე მეტი ამბობს, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ესაა ხალხის შეფასება

ოქტომბრის ბოლოს ქართველმა ხალხმა მართლაც პრინციპული და ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საით წავა საქართველო, როგორი იქნება ის მომავალში - იქნება ევროპული, დემოკრატიული, პროგრესული, სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო თუ დავრჩებით ამ სიღარიბესა და რუსულ ჭაობში.

აი, ასეთ ისტორიული გადაწყვეტილება აქვს მისაღები ჩვენს ხალხს და აქედან გამომდინარეობს სწორედ ის დინამიკა, რომელიც ბოლო კვლევებშია - ერთ-ერთი ასეთი პასაჟი იყო, როდესაც ჩვენი საზოგადოება, უკვე 60%-ზე მეტი და ახალგაზრდებში 70%-საც კი აცდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ეს არის მთავარი ინდიკატორი და შეფასება ხალხის მხრიდან ოცნების მუშაობის.

ამბობს ფორმულას ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი Edison Research-ის კვლევაზე, რომლის თანახმადაც მოსახლეობის 63% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.