ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე ოპოზიციის [ კოალიცია ძლიერი საქართელოს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის] და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
საია ითხოვდა ლონდონის უბნის შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას, რადგან ამ უბანზე ოქმი 2-ჯერ შეივსო - პირველად შევსებულ ოქმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ იყო მითითებული, ხოლო ოქმში, რომელიც მეორედ შეივსო არ იყო მითითება რამდენი ხნის შემდეგ მოხდა შევსება. რაც შეეხება ოპოზიციას, ის ამ უბნის ხელახალ დათვლას ითხოვდა. ცესკომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სხდომა პერიოდულად ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს "ბოტები" უწოდა, ამის საპასუხოდ კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ "გამყალბებლები".