ვანიშვილის ქართუს ცათამბჯენები და ფასადური ცვლილება. დახარვეზებული პროექტი სამუშაოების შემსრულებელმა ისე შეცვალა, რომ არსებითად არაფერია შეცვლილი. იგივეა მშენებლობის მასშტაბი. მერიაში მეორედ წარმოდგენილი პროექტი სპეციალისტების თქმით, ურბანული სიმახინჯე იქნება, დამღუპველია დედაქალაქის იერსახისა და სატრანსპორტო კოლაფსის კუთხით.