ცაჰკნა: ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს არჩევნებში

ეუთო/ოდირის ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოს არჩევნებში. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს რეკომენდაციები და პასუხისმგებელმა პირებმა ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხი უნდა აგონ. ასევე, ხაზს ვუსვამ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია.

წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ეუთო/ოდირის კრიტიკულ დასკვნაზე.