
უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელიც დღეს ამოქმედდა, ქართული ოცნების მიერ საქართველოში დემოკრატიის ჩახშობის მიზნით გადადგმული კიდევ ერთი სასტიკი ნაბიჯია. კანონი არღვევს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს, აჩუმებს კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას და აშკარად გადაჰყავს საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან.
წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე და ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული ე.წ. FARA-ს კანონის ამოქმედებას ეხმაურება.