წვიმის შედეგებს და ზარალს თბილისში ახლაც ითვლიან. არ იმუშავა სანიაღვრე სისტემამ, დაიტბორა ქუჩები, გადაადგილება შეუძლებელი გახდა. მიწისქვეშა გადასასვლელები წყლით დაიფარა, წვიმა ჩავიდა მეტროს ვაგონებშიც, ახალაშენებული კორპუსის ბინებში, ლიფტებში. მერიის პირველივე რეაქცია კი იყო მოწოდება, რომ მოსახლეობამ ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.