ეთნოგრაფიული და თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორად მსჯავრდადებულთა ყოფილი მეთვალყურე დანიშნეს. იუსტიციის სამინისტროს, საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე - ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილედ. იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი - ახლა კულტურულ მემკვიდრეობას იცავს. პრობაციის სააგენტოს ხელმძღვანელს - წულუკიანმა, ქართული კინოს განვითარება ჩააბარა, საკუთარ მოადგილედ კი აღსრულების ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე დანიშნა. ქართულ კინოში წულუკიანის გადაწყვეტილებით, მაღალი თანამდებობა ჩააბარეს შალვა რამიშვილის მარჯვენას, ბაჩო ოდიშარიას. შაბათის ფორმულა დაინტერესდა, რა ცოდნით და გამოცდილებით შეარჩია თეა წულუკიანმა, ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები კულტურის სფეროში - მაღალ თანამდებობებზე.