არ მრცხვენია, რასაც ვაკეთებ. დიახ, მუზეუმიდან გათავისუფლდნენ თანამშრომლები, რომლებიც დესტრუქციით იყვნენ დაკავებული, იმიტომ, რომ მე დესტრუქციისთვის არ მცალია, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მჭირდებიან ადამიანები, ვინც აკეთებენ საქმეს. დესტრუქციაში ჩართულმა ყოფილმა თანამშრომლებმა შექმნეს პროფკავშირები.
შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე იყო, რომ პროფკავშირები ასოცირდება საბჭოთა დროსთან, საბჭოური, კომუნისტური და სოციალისტური, თუ გნებავთ, სოციალური იდეოლოგიის პროდუქტი, მაგრამ ესენი არიან კაპიტალისტები, არიან თავისუფლები, არ არიან კონსერვატორები, ვერ გავიგე მე, რა არიან. პოლიტიკური დონე რა აქვთ ამ ახალგაზრდებს, მე ვერ გავიგე.
თქვა წულუკიანმა პარლამენტში მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე საუბრისას.