შსს: არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ შესაბამის ღონისძიებებს

შსს: არ დაუშვათ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, გამოვიყენებთ შესაბამის ღონისძიებებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და კვლავ იმუქრება, რომ სიტუაციის ხელოვნურად ესკალაციის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გამოიყენებენ.

"მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები.

ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს"- ნათქვამია განცხადებაში.

აქციის მონაწილეები ათონელის ქუჩაზე მდებარე ქართული ოცნების პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ.