ფორმულას წყარო უყვება, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ ახალგაზრდებს, რომლებიც უკან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბრუნდებიან, ე.წ. პოლიციელები აკავებენ.
წყაროს ცნობით, ყველა ახალგაზრდა, რომელიც საოკუპაციო ხაზს კვეთს დაკითხვაზე გადაჰყავთ. დაკითხვაზე გადაჰყავთ მათი მშობლებიც. ასევე, წყარო ჰყვება, რომ ე.წ. პოლიციელები ახალგაზრდების სოციალურ ქსელებს სწავლობენ.
წყაროს ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები 2-3 დღეა ფიქსირდება.
ფორმულა დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არკვევს.