წითლიძე: თუ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები არ გატარდება, სტატუსის მიღება არაფერია

თუ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები არ გატარდება, კანდიდატის სტატუსის მიღება არაფერია. ჩვენ ყოველთვის, როდესაც კანდიდატის სტატუსზე და შესაძლებლობებზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები არ გატარდება, კანდიდატის სტატუსის მიღება არაფერია. არაერთი მაგალითი მოგვიყვანია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ეს არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანამ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.