წითლიძე: სტატუსი თავისთავად ითვალისწინებს დათქმებს, ის არ არსებობს ვალდებულებების გარეშე

სტატუსი თავისთავად ითვალისწინებს კონკრეტულ დათქმებს, კანდიდატის სტატუსი არ არსებობს ვალდებულებების და დათქმების გარეშე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვგულისხმობთ სწორედ ამას. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოს აქვს შანსი და ეს შანსი არის ჩვენი გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინაში და განსაკუთრებით ისრაელში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული განვითარება გახდა უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ გეოგრაფიულ მოცემულობაში, რაშიც ჩვენ ვართ. ამიტომაც, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამას შეხედავენ სწორედ ასე.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.