წითლიძე: რუსეთი ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ ხელისუფლებებთან, რომლებსაც თვლის მოკავშირედ

დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაუფასა საქართველოს ხელისუფლებას ის პრორუსული პოლიტიკა და ის საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება აქ, საქართველოში ახორციელებს. რუსეთი მსგავს გადაწყვეტილებებს არ იღებს იმ ქვეყნებთან, რომელიც მიაჩნია მტრად, რუსეთი ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ ხელისუფლებებთან, რომლებსაც თვლის მოკავშირედ - რუსეთმა ამ გადაწყვეტილებით აღიარა, რომ მას ჰყავს საქართველოში ხელისუფლება, რომელიც არის მისი მოკავშირე. ამ დროს, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელიც მთელმა ევროპულმა ცივილიზებულმა სამყარომ ცნო, როგორც ტერორისტული სახელმწიფო.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანი წითლიძემ ვლადიმერ პუტინის დღევანდელ გადაწყვეტილებზე სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების დაშვებასთან დაკავშირებით.