მას შემდეგ, რაც ენმ-ის წევრი ანა წითლიძე რუსული კანონის განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გააძევეს, მამუკა მდინარაძეს პარლამენტის დერეფანში დაუპისისპირდა და მას მშიშარა უწოდა.
"მშიშარა ხარ, მამუკა, კითხვის დასმის შესაძლებლობას რომ არ გვაძლევ კომიტეტზე, მაგიტომ ხარ მშიშარა. ჩამოდი და კითხვებზე მიპასუხო, კი არ უნდა გამომაგდო, შენ მართლა მშიშარა", - ასე მიმართა წითლიძემ მდინარაძეს.
საპასუხოდ, მდინარაძემ წითლიძეს შეურაცხყოფა მიაყენა და უზრდელი უწოდა.
"არ გინდა ეს თეატრალობა... უზრდელი ხარ", - უთხრა მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს.
კომიტეტზე რუსული კანონის განხილვა ამ დრომდე გრძელდება. ოხანაშვილი მიკროფონს უთიშავს ყველას, ვინც, მისი აზრით, კითხვებს კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით არ სვამს და აძევებს ყველას, ვინც "რეგლამენტს არღვევს".
ჯამში, ოხანაშვილმა დარბაზიდან 7 ოპოზიციონერი გააძევა.