წინააღმდეგობის პლატფორმა: ნიკა მელიას დაკავების დეტალები რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტია

წინააღმდეგობის პლატფორმა: ნიკა მელიას დაკავების დეტალები რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილი წინააღმდეგობის პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

პლატფორმის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავება და დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.

"ნიკა მელიას დაკავება, მისი დაკავების დეტალები არის რუსული რეჟიმის შიშის მანიფესტი.

როცა ისმის შეკითხვა, რატომ არ უნდა ითანამშრომლო რეჟიმთან პასუხი ნათელია - ართანამშრომლობის თითოეული აქტი, დაუმორჩილებლობის თითოეული გამოვლინება იწვევს რეჟიმის სისუსტის, შიშის და დანაშაულებრივი ბუნების მეტ ლუსტრაციას.

ნიკა მელიას გატაცების შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია სამართლიანი და მშვიდონიანი გარემოს, ნორმალურთან მიახლოებული პოლიტიკური ვითარების შექმნა საქართველოში.

სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს!", - ვკითხულობთ განცხადებაში.