წილოსანი: გუნდის პრემიერი გამორჩეული ლიდერით შეიცვლება, გარანტიას ვაძლევთ ამომრჩეველს

ირაკლი კობახიძის კანდიდატურის განხილვა, რა თქმა უნდა, გუნდის თითოეულ წევრს საუკეთესო მოლოდინებს გვიქმნის და ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ გუნდის ძლიერი პრემიერმინისტრი შეიცვლება ახალი გამორჩეული ლიდერით და ამის გარანტიას ნამდვილად ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს. ამ პერიოდის მანძილზე, ალბათ, არაერთი სპეკულაცია თუ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოხდება ამ პროცესების, მაგრამ მინდა, ჩვენს ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი პარტიის უფრო გაძლიერებისთვის და 2024 წლის არჩევნების საუკეთესოდ ჩატარებისთვის იგეგმება.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.