თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რამდენიმე ლოკაციაზე მოძრაობის მიმართულება იცვლება.
კერძოდ, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან ავტომობილები ნონა გაფრინდაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შალიკაშვილის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან, მარცხნივ მოხვევით შეძლებენ.
გაფრინდაშვილის ქუჩისა და კოსმონავტების სანაპიროს დამაკავშირებელი გვირაბიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა, ასევე, შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით.
გარდა ამისა, მოძრაობის მიმართულება შეიცვლება გიორგი ცაბაძის ქუჩის ნაწილზე და გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ცალმხრივად. კერძოდ, ავტომობილები იმოძრავებენ თევდორე მღვდლის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით
დღეს წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა.