თბილისში, წერეთლის გამზირზე ავტოფარეხის სახურავიდან მუშა გადმოვარდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
კაცი სახურავზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხობს.