წარსულში გაუპატიურების მსხვერპლი მეცხრე კლასელი გოგო ხაშურში საკუთარი კორპუსის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ორი წლის წინ ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს - მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.