წალენჯიხაში, სოფელ ლიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს უცნობმა ადამიანებმა ადგილზე მომუშავე მძიმე ტექნიკას (ტრაქტორს), რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა, შუშები ჩაუმტვრიეს.
შემთხვევის შემდეგ ფორმულა წალენჯიხის მერის პირველ მოადგილეს, ივანე ბურდულს ესაუბრა, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ადამიანები ქართული ოცნების მიერ არიან მართულნი და მათი მიზანი ოპოზიციური მმართველობისთვის ჩრდილის მიყენებაა.
ბურდულის თქმით, აღნიშნულ პროვოკაციებს სოფელში ქართული ოცნების აქტივისტი - ნინო სამუშია კურირებს. ბურდულის თქმითვე, მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროც.
ფორმულა ესაუბრა წალენჯიხის მერის მეორე მოადგილე, თამარ ბელქანიასაც, რომელიც მიმართავს შესაბამის საგამეძიებო უწყებებს, რომ მოხდეს აღნიშნული ფაქტის დროული და ობიექტური გამოძიება.
ფორმულა დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე დეტალებს შემოგთავაზებთ.