წალენჯიხაში ტყის მასივი იწვის

წალენჯიხაში ტყის მასივი იწვის

წალენჯიხაში, ჯგალის თემში ტყის მასივი იწვის.

წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას თქმით, ხანძარი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა რთული რელიეფის გამო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ხანძრის კერამდე ვერ მიდის.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია დაახლოებით ასამდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.