სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი იყო.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.
განადგურებულია სავარგულების ნაწილი.
ადგილზე იმყოფებიან წალენჯიხის მერიის თანამშრომლები. მიმდინარეობს ზიანისა და ზარალის შესწავლა.