წაქაძე: ნებისმიერ სანქციაზე წავალ, ბაბუაჩემი ჰოთ-დოგის ჭამით არ მომკვდარა ამერიკაში

მე არაფერი მიმიღია და არც ჩემს კოლეგებს არაფერი მიუღიათ, არავითარი შეტყობინება, მაგრამ თუნდაც მივიღოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტს ვაშენებთ, დამოუკიდებლობას ვაშენებთ და ამ გზაზე არავითარი დაბრკოლება არ იქნება მისაღები. ნებისმიერ სანქციებზე წავალ მე პირადად, იმიტომ, რომ... ბაბუაჩემი ახლა ჰოთ-დოგის ჭამით და ვისკის სმით არ მომკვდარა ამერიკაში. აქ იცხოვრა 85 წელი და ასე გავაგრძელებ მე.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბეჟან წაქაძე TV პირველთან.