თოლორაია სამხარაძეზე: მიმდინარეობს გაუგონარი კამპანია, რომელშიც ბევრი რგოლია ჩართული

თათია სამხარაძე სასამართლო გადაწყვეტილებითაა აღიარებული, როგორც ამ ადამიანისგან [შალვა რამიშვილი] სექსუალური შევიწროების მსხვერპლი და დღეს ჩვენ ვხედავთ, ადამიანი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებითაა ცნობილი მსხვერპლად, ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს გაუგონარი კამპანია, რომელშიც ჩართულია ძალიან ბევრი რგოლი, როგორც ერთი შეხედვით ეს ჩანს. პირველი - ჩართულია მედია, თუ შეიძლება ამას მედია ეწოდოს, რომელიც სრულად სამთავრობო პროპაგანდისტულია, ჩართული არიან მედიის გამართლებაში პარლამენტის წევრები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი, დაგმონ და რეაგირება მოითხოვონ ძალადობის შემთხვევებზე. [...]

ცრუ დასმენა განახორციელა POSTV-ის თანამშრომელმა, საიდან ჰქონდა მას ეს ინფორმაცია თუ მართლა ჰქონდა? ჩემთვის ძალიან გაუგონრად და არარეალისტურად ჟღერს ეს. თუ ამას სიმართლესთან რაიმე მარცვალი აკავშირებს, მაშინ შსს-ს ამაზე უნდა გაეკეთებინა განცხადება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ამიტომ, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ აქ სახეზეა ცრუ დასმენა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროა პასუხისმგებელი, რომ ამაზე სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია თათია სამხარაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიასა და POSTV-ის მიერ მოწყობილ პროვოკაციას ეხმაურება.