თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს

თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს

რუს პროპაგანდისტ თინა კანდელაკს ყაზახეთში შესვლა აუკრძალეს. მიზეზი მისი პოსტი გახდა სოციალურ ქსელში, სადაც ის რუსული ენის დევნის შესახებ წერდა.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფო ამას არასდროს პატიობს. აიბაკ სმადიაროვის თქმით, საწყენია, როდესაც ყაზახეთის შესახებ ხალხს არასწორი ინფორმაცია აქვს.

ყაზახეთში, რკინიგზის სადგურებზე დასახლებების ყაზახურ ენაზე შეცვლას აპირებენ და თინა კანდელაკის პოსტის საბაბი ეს ცნობა გახდა. მან Telegram-ში დაწერა, რომ ყაზახეთში, რუსული ენის დევნას ნელი ტემპით, სახელმწიფო დონეზე აგრძელებენ.

ყაზახეთში, 1989 წლიდან სახელმიწფო ენად ყაზახურია აღიარებული, თუმცა კონსტიტუციის თანახმად, ოფიციალური სტატუსი რუსულ ენასაც უნარჩუნდება.