თიბისი: შევიკრიბეთ საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს

თიბისი: შევიკრიბეთ საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს

თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სოლიდარობას უცხადებს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს უსაფუძვლოდ დაკავებულ ადამიანებს - დაკავებულთა შორის ბანკის ორი თანამშრომელია: გიორგი მაისურაძე და გიორგი ქორქაძე.

თიბისი აქციის მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

"თიბისელები შევიკრიბეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენი გუნდის ორ წევრს - გიორგი მაისურაძეს და გიორგი ქორქაძეს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს უსაფუძვლოდ დააკავეს და მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულს და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ" - ვკითხულობთ განცხადებაში.