თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულთან ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულთან ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ხანძარია. ტყის ქვედა საფარზე ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა. ამ დრომდე უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი ან რამ გამოიწვია ის.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულები.