თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა

თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რასაც მოტოციკლის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობილია, რომ მოტოციკლის მძღოლი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.