რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის სიმბოლიკიან ავტობუსს თბილისის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტებმა წითელი საღებავი შეასხეს - ტრანსპორტი ქალაქში რამდენიმე დღეა გადაადგილდება.
როგორც ავტობუსის მძღოლი ფორმულასთან ამტკიცებს, მას ტრანსპორტით მხოლოდ ტურისტები გადაჰყავს, ხოლო სიმბოლო ჩვეულებრივი სუვენირია, რომელსაც პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს.
რამდენიმე დღეა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას რუსულნომრიანი ავტობუსი, რომლის საქარე მინაზე რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის გერბი კიდია.