
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით კაცი დაჭრეს. საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდ ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.