
თბილისში გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1963 წელს დაბადებული ზ.მ. მას ბრალად ედება 1986 წელს დაბადებული გ.ბ.-ს ცივი იარაღით განზრახ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზ.მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე დააკავეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.