თბილისში, თემქაზე ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ.
შემთხვევა დღეს, შუადღისას მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, მოპედის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.