
თბილისში, ბორჯომის სადგურის რკინიგზის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვთ.
მისივე თქმით, დაახლოებით 15 000 კვადრატზეა დამწვარი შერეული ბაზრის ტერიტორია. ის ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
"რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - თქვა მან.