
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.