თბილისში 5 666 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

თბილისში 5 666 აბონენტს გაზი არ მიეწოდება

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 5 666 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება დიღმის, ნაძალადევის, ნუცუბიძისა და ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილს.

როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება დღეს, ეტაპობრივად - 18:00 საათამდე აღდგება.