თბილისში 27 000-ზე მეტ აბონენტს გაზი 23 საათით შეუწყდა

თბილისში 27 000-ზე მეტ აბონენტს გაზი 23 საათით შეუწყდა

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, სანზონის, ჩუღურეთისა და დიღმის ნაწილს გაზის მიწოდება 23 საათით შეუწყდა.

მათვე ცნობით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 27 341 აბონენტს.

გაზის მიწოდება 10 ივლისს 23:00 საათზე შეწყდა და 11 ივლისს 22:00 საათზე აღდგება.