თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე 24 წლის კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაჭრილი მოგვიანებით კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განრზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.