თბილისში, სამურზაყანოს ქუჩაზე 1 ადამიანი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, 62 წლის მეზობელმა 45 წლის ადამიანს ცივი იარაღით ჯერ მკერდის არეში მიაყენა ჭრილობები, ხოლო შემდეგ ყელი გამოჭრა.
ფორმულას ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც ცნობილია, მან მანქანით მიმალვა სცადა.
ამ დროისთვის, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფია მობილიზებული.
ფორმულა დამატებით დეტალებს შსს-სთან არკვევს.