თბილისი ენერჯის ინფორმაციით, თბილისში 43 604 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
კომპანიის ცნობით, გაზი არ მიეწოდება გლდანის, დიღმის, ნუცუბიძის, წყნეთის, სამგორის, ისნისა და ვაზისუბნის მოსახლეობის ნაწილს.
როგორც თბილისი ენერჯიში ამბობენ, მიწოდება 9 იანვარს, 22:00 საათზე აღდგება.