თბილისის აეროპორტში თვითრეგისტრაციის ჯიხურები განთავსდა

თბილისის აეროპორტში თვითრეგისტრაციის ჯიხურები განთავსდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში თვითრეგისტრაციის ჯიხურები (Self-Check in Kiosks) განთავსდა. ტავ ჯორჯიას ინფორმაციით, EASIER-ის ჯიხურები მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, თავად დარეგისტრირდნენ რეისზე, აირჩიონ ადგილი და დაბეჭდონ ჩასხდომის ბარათი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამჟამად თვითრეგისტრაციის ორი ჯიხური ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობა პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ავიაკომპანიის მგზავრებს შეუძლიათ. ავიაკომპანიების რიცხვი, რომელთა რეისებზე რეგისტრაციას მგზავრები დამოუკიდებლად შეძლებენ, ეტაპობრივად გაიზრდება.