გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია.
აღნიშნულ კილომეტრზე მოძრაობა ცოტა ხნის წინ შეიზღუდა - როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებდნენ, ძლიერი წვიმის გამო მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალა.