თავისუფლების მეტროდან ამოსულ მოქალაქეებს პოლიციელები უკანონოდ ჩხრეკენ - დაკავებულია ერთი ადამიანი. დაკავებას მოქალაქეები შეძახილებით შეხვდენენ - ისინი დაკავებულს ამხნევებდნენ.
როგორც პოლიციელმა განმარტა, მოქალაქის დაკავების მიზეზი პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფა გახდა.
პოლიციელები მეტროსადგურში მოქალაქეებს აჩერებენ, უმოწმებენ ჩანთებს და სთხოვენ პირადობის მოწმობის წარდგენას. სწორედ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან პროტესტი. მოქალაქეები შესაბამისი ჩხრეკის ოქმის გარეშე დათვალიერებას ეწინააღმდეგებიან.
მეტროში იმყოფებიან იურისტებიც, რომლებიც მოქალაქეების ჩხრეკის პროცესს ესწრებიან და მათ დახმარებას უწევენ.