საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2005 წელს დაბადებული რიგითი სამხედრო იუსიფ ნასიბოვი სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.
სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი" - წერია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოძიება სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო.